ექსპერტ გია ხუხაშვილს ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება ორი ბავშვის ჩხუბს აგონებს, რომელიც ერთმანეთში სათამაშოს ვერ იყოფს. სათამაშო კი, მისი შეფასებით, ამ შემთხვევაში საქართველოა: „ხელისუფლების და ოპოზიციის შემყურეს მიჩნდება განცდა, რომ ორი ბავშვი სათამაშოს ვერ იყოფს. ერთი ჩაბღაუჭებულია, მეორე კი ფეხებს აბაკუნებს და ცდილობს ხელიდან გამოგლიჯოს. მერე ორივე მამასთან მირბის საჩივლელად. დედას არაფერს ეუბნებიან, რადგან იციან რომ ის ორივეს დასჯის. მამა დასავლეთია, დედა ქართველი ხალხი, სათამაშო კი, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ქართული სახელმწიფო“.