დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.
კითხვას, ატარებდნენ, თუ არა, 2018 წელს ლუგარის ლაბორატორიაში ცდებს ღამურებზე, იმნაძე ასე პასუხობს:
“მსოფლიოში ყველა, იმისათვის, რომ დაცულები ვიყოთ, ყველაფერი უნდა ვიკვლიოთ, ჩვენც, დღესაც ვიკვლევთ ღამურებს კი, ეს არის ყველაზე საინტერესო, გამოჩნდა, რომ ყველაზე საშიში ღამურა ყოფილა, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიკვლევთ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო იკვლევს და ნახულობს რა არის კიდევ ამ ღამურაში, ღამურაში უამრავი ვირუსებია, უამრავი კორონავირუსია ღამურაში.”
მაყურებლის კითხვა შეეხებოდა, პანდემიის პერიოდში მასობრივი ვაქცინაციის დაუშველობასაც, რასაც იმნაძემ ასე უპასუხა:
“ეს არის ერთი მეცნიერის გამონათქვამი, ასაკი ყველას რომ მოგვიწევს, ასაკთან ერთად რაღაცეები შეიძლება… ამ ადამიანს დიდი ღვაწლი აქვს ვირუსოლოგიაში… დღეს მთელ მსოფლიოში ავტორიტეტის და მეცნიერის აზრი კი არ არის მთავარი, მთავარია სამეცნიერო მტკიცებულება, კვლევა, კვლევა უნდა ჩატარდეს და კვლევის შედეგები უნდა გამოვაქვეყნოთ. ეს დრო აღარ არის, ამან თქვა ასეა კარგიო და იმან თქვა ასეა კარგიო. როცა სამეცნიერო კვლევას ჩაატარებენ – აი, ის ითვლება მტკიცებულად და არა – ერთი, თუნდაც წარსულში ძალიან საპატივცემულო მეცნიერის აზრს.”
alia.ge