ძალაშია აქტივისტების მოთხოვნა…”პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმრის” გათავისუფლება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ღამე მთავრობის კანცელარიასთან გაათენეს. ისინი, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსების შესვლას და მისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევას მოითხოვენ. ძალაშია მთავარი მოთხოვნა – “პუტინისა და ივანიშვილის პირადი პატიმრის” გათავისუფლება.

აქტივისტები ამბობენ, რომ უწვეტი პროტესტი დედაქალაქის გარდა რეგიონეშიც გაგრძელდება, მანამდე სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმის შეშვების მოთხოვნით აქტივისტებმა აქცია იუსტიციის სამინისტროსთანაც გამართეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share