“მე ჩემი პოზიცია საბჭოზე დავაფიქსირე. იყო საუბარი თერმოსკრინინგის გაუქმებაზეც სოციალურ ქსელში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მიგვაჩნია, რომ ეს არის დისციპლინის და წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელიც მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში. დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ, მწვანე პასპორტი დღეს დიდ როლს უკვე არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავისი პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ვეთანხმებოდი თუ არა, საბჭოს შიდა დისკუსიები გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დააფიქსირა თავისი პოზიცია. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის პრინციპით, ახლა მე ჭორაობას ვერ დავიწყებ, სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს.
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კოვიდპასპორტების გაუქმებაზე.