არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრი, დათო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“მთავრობამ გვითხრა ამით, მე ისედაც არაფრის გამკონტროლებელი არ ვიყავი და არც ვარო… ხოდა ეხლა სულ მოგიკითხიათ კეთილებიო, მე მაგაზე არ ვიდარდოო!!!
ხალხის რეაქცია რა იყო? აღფრთოვანება და ზეიმი (რა უხარიათ ვერ მესმის ოღონდ). ხოდა, რაც გინდათ, ის გიქნიათ მართლა!
პ.ს. ახლა მკურნალობაც რომ ფასიანი გახადონ, არც ეგ გამიკვირდება. გამიკვირდება კი არა უამრავი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ამ ნაბიჯსაც “გააპრავებს”: ბიუჯეტს მძიმე დარტყმა ადგებაო, იტყვიან!
მოკლედ, სულ კარგად ბრძანდებოდეთ რა…” – წერს ჭიპაშვილი.