სისხლიანი გარჩევა გარდაბანში – გაირკავა სოფელ ჯანდარაში, 4 დღის წინ მომხდარი სასტიკი დანაშაულის დამატებითი დეტალები.
“პირველების” ინფორმაციით, სიძემ, საკუთარ ქორწილში ცოლის ნათესავების ცემა დაუკვეთა და შემდეგ მამედოვების სასტიკ ცემაში თავადაც მიიღო მონაწილეობა.
ნოდარ მამედოვსა და მის თანმხლევ პირებს ჯერ წვეულებაზე დაუპირისპირდნენ, გაქცეულებს არმატურით დაედევნენ და 50 წლამდე კაცი სიკვდილის პირას მიიყვანეს. სასტიკად გაუსწორდნენ მის 30 წლის ძმისშვილსაც.
ირკვევა, რომ ნოდარ მამედოვი პატარძლის ბიძაა, თუმცა რატომ გაიმეტეს ის და მისი ოჯახის წევრები უცნობია.
პოლიციამ სიძე და მისი ძმა 4 დღიანი დუმილის შემდეგ დააკავა. ჯაბულ და შოთა მუსტაფაევები, გარდაბნის რაიონული სამმართველოდან რუსთავის დროებითი დაკავების იზოლატორში არიან მიოთავსებულები.
დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ, თუმცა მუსტაფაევები ირწმუნებიან, რომ სიძეს დანაშაულთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ისინი რძლის ოჯახს პოლიციიდან საჩივრის გამოტანას სთხოვენ.
თავდაპირველად შსს მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებდა, თუმცა ბრალი გადაკვალიფიცირდა. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ტვ პირველი