ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები სტუდენტები დღეს უკრაინის ელჩს შეხვდნენ. შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი გამოცემა “აქტუალ მედიის” ორგანიზებით, ჟურნალისტიკის განვითარების კურსების პროექტის ფარგლებში შედგა.
პროექტი “აქტუალ მედიის” მიერ უკვე მეორე წელია ხორციელდება და ამ კურსის წევრების ტრენერი “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალია. ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი რეგიონში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ახალგაზრდების ჟურნალისტიკის მიმართულებაში ცნობიერების ამაღლებაში და განვითარებაში ხელს უწყობს.
უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე სტუდენტებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინელ ხალხს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს. ელჩმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ძალიან სასიამოვნო და დასაფასებელია.
მან უკრაინაში მებრძოლი ქართველების გმირობასაც ხაზი გაუსვა და თქვა, რომ ჩვენ მოძმე ქვეყნები ვართ და რთულ მომენტებში მხარდამხარ ვდგავართ. მან განსაკუთრებული მადლობა ჟურნალისტიკის კურსის ახალგაზრდებს გადაუხადა, რომ მივიდნენ და ქვეყანას მხარდაჭერა გამოუცხადეს.