“დარწმუნებული ვარ, 24-საათიან რეჟიმში ივანიშვილი სააკაშვილს უთვალთვალებს… ხედავს მის მდგომარეობას და ამით იღებს სიამოვნებას”

“დარწმუნებული ვარ, 24-საათიან რეჟიმში ივანიშვილი სააკაშვილს უთვალთვალებს… ხედავს მის მდგომარეობას და ამით იღებს სიამოვნებას” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.

…ეს არის ივანიშივლის პირადი და ერთი ადამიანის თეატრის ქვეყანა. ზოგადად ყველა მიმართულებით და სააკაშვილის მიმართულებით განსაკუთრებით. და თუ ივანიშვილზე არ ვილაპარაკებთ, მაქსიმუმ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის. ან ერთი უნდა ვთქვათ, ან მეორე, მაგრამ საქართველოში ამის მართვა მიმდინარეობს ერთი კონკრეტული ადამიანის მიერ, რომელიც დარწმუნებული ვარ, 24-საათიან რეჟიმში სააკაშვილს უთვალთვალებს… ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. კამერაში, ექიმთან, კორიდორში, ჩემთან საუბრის დროს, სხვა ვიზიტორებთან… ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ჯერ ერთი ცნობილია, რომ ეს კაცი გიჟდება თვალთვალზე, ჩაწერილის ყურებას ვგულისხმობ და პირდაპირ ეთერში თვალთვალზე და ეს ცნობილია, რომ საკუთარი გუნდის წევრებს ყველაზე მეტს უყურებს. ეს არაერთხელ დადასტურდა ბევრი მიმართულებით და სააკაშვილს რომ არ უყურებდეს 24-საათიან რეჟიმში, ეს არის სრულიად გამორიცხული. ის ხედავს მის მდგომარეობას და ამით, რეალურად, იღებს სიამოვნებას”, – ამბობს ნიკა გვარამია. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share