აჩიკო კილაძე მახარაძეში ეზიარა ფეხბურთს,ადგილობრივ სპორტსკოლაში დაიწყო თამაში,რომელსაც გულმოდგინე მწვრთნელი კოტე გოგატაძე ავარჯიშებდა.
17 წლის აჩიკო კილაძე მახარაძის მთავარ გუნდშიც აიყვანეს,რომელიც საქართველოს პირველობაზე თამაშობდა იმავე კოტე გოგატაძის(რომელიც მოთამაშე მწვრთნელი იყო) ხელმძღვანელობით,ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა მახარაძის გუნდში:აკაკი ხურციძე (რომელიც თბილის”დინამოში,თბილისის”სპარტაკში”და თბილისის “ტოდოში” თამაშობდა,გური ჩავლეშვილი და გენო მენაბდე რომლებიც შემდეგ ბათუმის “დინამოში “ გადავიდნენ, ბახვა მექვაბიშვილი,ძმები დუდე და ზაზა მასხულიები,აჩიკო კილაძე იმხნად მარცხენა შუამარბად თამაშობდა და ტოლს არ უდებდა არც ერთ მათგანს.
პირველად თბილისის”დინამოს” სტადიონის მწვანე ბალახი აჩიკომ 1945წლის სეზონში მოსინჯა,როდესაც მახარაძის მოსწავლეთა ნაკრებმა თვით თბილისის ნაკრებს(ასირ გალპერინის) გუნდს 2-0 მოუგო .მანამდე მახარაძელებმა 1-0 დამარცხეს აჭარელი ფეხბურთელები,ფინალურ მატჩში მახარაძელები სოხუმელებს შეხვდნენ და დამარცხდნენ 1-6, საქმე ისა რომ გამარჯვებულ გუნდში იყვნენ:ნიკიტა სიმონიანი,ვლადიმერ მარღანია,ნიაზ ძიაპშპა,გენადი ბონდარენკო,ფანას გრამატიკოპულო, რომლებიც პარალერულად სოხუმის”დინამოს” წევრები იყვნენ.
კარგი მეკარე გვყვავდა მამუკა გირკელიძე იხსენებს ა.კილაძე მაგრამ თამაშის დასაწყისშივე დაშავდა(ვერ შევცვალეთ რადგანაც სათადარიგო მეკარე არ გვყვავდა) და პრაქტიკულად უკვე ვეღარ იცავდა კარს,ამიტომაც დავმარცხდით დიდი ანგარიშით,
კილაძეების ოჯახი იმავე 1945 წელს თბილისში გადავიდა საცხოვრებლად,აჩიკოს ძალიან უნდოდა 35-ე სკოლაში მოხვედრა, გაუმართლა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ჭაბუკს.სკოლის პირველობაზე იგი მეოთხე გუნდში შეიყვანეს.მაგრამ ისე მოეწონათ რომ პირველივე თამაშის შემდეგ,სკოლის მთავარ გუნდში გადაიყვანეს,ეს ბიჭი ზედ გამოჭრილი ნახევარმცველია,მიეცით ხუთი ნომერი მაისური!თქვა სკოლის უფროსმა მწვრთნელმა დავით ცომაიამ,ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა მაშინ 35-ე სკოლის გუნდში,უმრავლესობამ მოგვიანებით თბილისის “დინამოს” დუბლებში გადავიდა,სეზონი რომ დამთავრდა ა.კილაძე თბილისის’სპარტაკში” მიწვიეს.ასე დაიწყო მისი გზა დიდ ფეხბურთში,თბილისის “დინამოში”1951 წელს ითამაშა და ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აჩიკო კილაძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი იყო,
სსრკ ჩემპიონატი უმაღლესი ლიგა 40 თამაში თბილისის”დინამოს” შემადგენლობაში
1951-1953 წლების ვერცხლის პრიზიორი თბილისის ‘დინამოში”
გამოდიოდა:”თბილისის ‘სპარტაკში’ თბილისის ‘დინამოში’ კიევის “დინამოში’
1960 წელს ქუთაისის”იმერეთის” უფროსი მწვრთნელი იყო
ავტორი ხარიტონ ჩხატარაშვილი