ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობა” სემეკთან და იუსტიციის სახლთან, სადაც ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიცია იანვრის თვის გადასახადის კორექტირებს, კომუნალური გადასახადების ტარიფის დაწევასა და ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები წარწერებით – “გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში”; “ხელისუფლება აღარიბებს”; “გადამგდები მთავრობა”.
“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შემდეგი, რაც მოჰპარეს მოსახლეობას და გაორმაგებული გადასახადები დააკისრეს, დაუბრუნდეს ხალხს, და მეორე, გადადგეს ნათია თურნავა, რომელიც უშუალოდ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი თანამდებობრივად”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, გაასაჩივრონ გაორმაგებული გადასახადები, რაშიც საჭიროების შემთხვევაში ენმ დაეხმარებათ. ოპოზიცია ამბობს, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მოქალაქეების მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება. ორივე ადგილზე მობილიზებულია პოლიცია