დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან 5 წელი გავიდა. გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ოჯახი ფიქრობს, რომ პატიმარი დეკანოზი საპატრიარქოს და ხელისუფლების სამიზნე და წამების მსხვერპლია. დეკანოზის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღირად უარესდება, თუმც ამას ადეკვატური მკურნალობა ციხეში არ უტარდება.
ჩემი ძმა დღეს არის მძევალი ორი უდიდესი ინსტიტუტისა, რომელსაც ქვია სახელმწიფო და საპატრიარქო. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ, როგორც პრეზიდენტს ისე სასამართლოს, რომ გადავადება მომხდარიყო სასჯელის, რომ ადეკვატური მ,კურნალობა ჩატარებულიყო. მოსმაართლემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულებაშიც შეიძლება მისი გამოჯანმრთელება, მაგრამ 3 წლის თავზე უკვე ნათლად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი მკურნალობა მას არ ჩატარებია და ის დღითიდღე უარესდება”, – ამბობს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირი სიმართლის თქმისთვის დაისაჯა.
შედეგი არის ის, რომ ადამიანი არის გარკვეული ჯგუფის მიერ დასჯილი იმ სიმართლისთვის და იმ გარკვეული ინფორმაციებისთვის, რაც არსებობს საპატრიარქოში.ყველანაირი ზღვარი ამოიწურა საქართველოში სამართლიანობის დასადგენად. უსამართლო პატიმარია დღეს. დეკანოზის დღევანდელი ჯანმრთელობა არის განწირული გარკვეული ჯგუფის მოთხოვნით”, – ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
დეკანოზი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება – ანგარებით მკვლელობის მომზადება, გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო და, ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.
2018 წლის 13 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.