მალხაზ მაჩალიკაშვილი:
“მე არ მძინავს, არ მძინავს და ღამეებს თეთრად ვათენებ ვათენებ რაღაცის მოლოდინში და არც ფიქრები მაძლევს იმის უფლებას ჩამეძინოს.
რომ რაღაცის იმედით ხვალ ზეგ ან მის ზეგ რაღაც შეიცვლება მაგრამ არადა ვერ დადგა საშველი სამართალმა იზეიმოს.
ან რაღაც რამე კუთხით შეიცვალოს ან ისეთი შენ რაღაცა გზით მიაღწიო მიზანს.
არც ოპოზიციამ გაამართლა რასაც ვუყურებ ან შეიძლება სულაც ვცდებოდე და სხვა კუთხით ვხედავდე ამ ყველაფერს…
ისიც მესმის 4 – 5 წელი ჩვენთვის საზოგადოებისთვის დიდი დროა ხანგრძლივი პერიოდია მაგრამ ეს ისტორიისთვის წამებია სულ რაღაც წუთები ვიცი
ამასაც ვხვდები მაგრამ აქ რაღაცამ დამაინტერესა თითქმის მთელი ოპოზიციურ სპექტრს ვიცნობ ასევე ძალიან ბევრ ადამიანებს ყველა კატეგორიის ასევე მოგეხსენებათ ამ არამზადებს ქოცებს ვიცნობ საკმარისზე მეტად
ეს ცალკე საკითხია.
რატომღაც ასეთი კითხვა მაწუხებს კი გასაგებია პროტესტი ჩაკვდა ხალხი არ გამოდის ქოცი ბაირამობს.
ჩვენ რას ვაკეთებთ ნუთუ პროტესტის იქით გზა არ არსებობს ჩახვიდეთ თუნდაც ევროპაში ამერიკაში ან წერილი წერილებზე აგზავნოთ იქ სადაც საჭიროა გააცნოთ ეს უმაქნისები მსოფლიოს ან ვინც ვალდებულნი ხართ ისაუბროთ ყველგან ტყვედ ჩაგდებული მიხეილ სააკაშვილზე ისაუბროთ ქვეყნის დღევანდელობაზე.
ამ არამზადების უმსგავსობაზე თუ ამაში სიცივე გიშლით ხელს.
და აქვე მინდა გითხრათ ამ ქვეყანაში არიან ადამიანები ვისაც შეუძლიათ ყველა სფეროში იმუშავონ სასამართლოს სფეროში ეკონომიკის სფეროში განათლების დარგში და ასე შემდეგ.
რასაც ვუყურებ თქვენ ოპოზიციას ვინც მართლა ჭკვიანი სამართლიანი და პატრიოტი ადამიანების პროფესიონალების გეშინიათ.
იმასაც არ ვიტყვი რომ თქვენ ვინმეზე ნაკლები ხართ მაგრამ რასაც ვხედავ ალბათ შენზე ძლიერი მაინც განზე უნდა გყავდეს აი დაახლოებით ასეთი ადამიანები როგორიც ყოფილი საქალაქო სასამართლოს თავჯდომარე მამუკა ახვლედიანი.
ადამიანი რომელიც სრული სამართალი და კანონია და ასევე უზომოდ თავისი ქვეყანაზე შეყვარებული.
და ზე პატრიოტი არავინ იფიქროს და არ გაბედოს ამას სხვა სახელი დაარქვას.
მე ამ პიროვნებასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს ასევე ახლო მეგობრობა როგორც ყველა თქვენთაგანთან ამ პირს ჩემთან არც ერთ კონკრეტულ ცალკე აღებულ პიროვნებაზე საუბარი არ ქონია არასდროს მითუმეტეს ჭორაობა კაცებს არ შეეფერება გარდა იმისა როგორი უნდა იყოს ადამიანი პოლიტიკოსი თუ ნებისმიერი პირი რა ფასი აქვს სამართალს რა ფასი აქვს ღირსებას რა ფასი აქვს განათლებას და რა ფორმით უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს სტუდენტებს და ასე შემდეგ მაინტერესებს როცა არსებობენ ასეთი ნიჭიერი ადამიანები რატომ არ ეძახიან ან რატო არ იყენებენ მათი გამოცდილებას ჩვენ კი როგორ ვიქცევით უკვე ერთმანეთს შეურაცყიფას ვაყენებთ დღევანდელ ინციდენტმაც ძალიან შემაწუხა არა ეს ასე არ შეიძლება
აქ არაა მარტო ახვლედიანზე საუბარი ბევრია მასეთი ვისაც შეუძლუათ მიაწოდონ ის რაც სჭირდებათ საზოგადოებას და ახალგაზრდობას ეს ის ხომ არაა წინ რომ არ მივდივართ და ყინულად ვიქეცით და ხალხშიც იმედს ვკლავთ
პატივისცემით მალხაზ ( ვახა ) მაჩალიკაშვილი”