ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 20 326 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 438 353.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.88%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 48 468 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 226 619.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 516 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 20 326 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 535 შემთხვევა, აჭარა – 1 488, იმერეთი – 3 269, ქვემო ქართლი – 1 145, შიდა ქართლი -1 079, გურია – 572, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 337, კახეთი – 1 127, მცხეთა-მთიანეთი – 370, სამცხე-ჯავახეთი – 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 97.