“რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა”

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

საუბრის შემდეგ კულებამ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის.

“საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რომელიც კონცენტრირებული იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიმდინარე ვითარებაზე. დადასტურებულია: რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას გამოიყენებს უკრაინის პოლიტიკური, ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციისთვის და გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზადყოფნისთვის”, – წერს დმიტრო კულება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share