ინდოეთის ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში არის ასეთი სოფელი აპატანი, სადაც ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. გასაოცარი კი ისაა, რომ ქალების უფროს თაობას ცხვირზე აი ასეთი საცობები აქვთ ჩამატებული.
ინდოეთის მთავრობამ 1970 წლიდან აკრძალა ეს ტრადიცია და ახალგაზრდა გოგონებში მსგავს ტრანფორმაციას იშვიათად შეხვდებით.
საქმე იმაშია, რომ ძველად სხვა ტომის წევრები ახალგაზრდა გოგონებს იტაცებდნენ, აპატანის უხუცესებმა კი გადაწყვიტეს, რომ გოგონები ნაკლებად მიმზიდველები უნდა გაეხადათ.
ამიტომ მათ გოგონების ცხვირის ჩახვრეტა და საცობების დადება დაიწყეს. ამასთან ხშირად გოგონებს სახეზე ტატუებსაც უკეთებდნენ.
დროთა განმავლობაში კი ეს რიტუალი ტრადიციად იქცა.
საბედნიეროდ, დღეს ახალგაზრდა გოგონებში მსგავს ტრანსფორმაციას აღარ შეხვდებით და ისინი იძულებულები აღარ არიან ტრადიციად ქცეული უცნაური საცობები ატარონ.
Intermedia.ge