უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზება თითქმის დასრულდა – უკრაინული მედიის ინფორმაციით, სახმელეთო საზღვრის პარალელურად კრემლის თავდაცვის სამინისტრომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ფლოტის 30-მდე სამხედრო გემი შეიყვანა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც, სავარაუდოდ, საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში ჩეჩენი ბოევიკები ჩანან.
რუსეთის პარალელურად საზღვარზე სრული კონტროლი აქვს დაწესებული უკრაინასაც და რუსული ინტერვენციის შემთხვევაში, კრემლს ბოლომდე ბრძოლის პირობას აძლევს.
“8 წელია მტერი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედებს, 8 წელია ჩვენი გმირი ჯარისკაცები საზღვრებს იცავენ. ჩვენს მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მტერი ჩვენს დაქუცმაცებას, მიწების მიტაცებას ცდილობს. 2014 წლისგან განსხვავებით, ჩვენი არმია ძლიერია. დღეს უკრაინის ჯარი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აღჭურვილობით, საწვავით, იარაღით. ჯარი მზადაა ნებისმიერ დროს მტრის მოსაგერიებლად”, – ამბობს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი.