რუსული მხარის მტკიცებით, წყალქვეშა ნავს წყლის ზედაპირზე ამოსვლა მოსთხოვეს, რაზეც ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა არ უპასუხა და მიიმალა.
ოფიციალური ცნობის თანახმად, მარშალ შაპოშნიკოვის ფრეგატის ეკიპაჟმა გამოიყენა “შესაბამისი საშუალებები”, რათა წყალქვეშა ნავს დაეტოვებინა რუსეთის წყლები. მომხდარის გამო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ატაშე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გამოიძახეს და ნოტა გადასცეს.
ვაშინგტონი მომხდარს უარყოფს.