1959 წლის 21 მარტის ქრონიკიდან:
…
მწერალთა სასახლიდან გალაკტიონის გამოსვენებამდე ცოტა ხნით ადრე შეამჩნიეს, რომ მას ძველი, ლანჩაგახვრეტილი ფეხსაცმელი ეცვა. საბავშვო პოეტმა – კუკური გოგიაშვილმა აიღო შავი ხავერდის ნაჭერი და ფეხებზე შემოახვია.
დაუჯერებელი ამბავი მაშინ დაიწყო, როდესაც გალაკტიონი მთაწმინდის მიწას მიაბარეს. აღმოჩნდა, რომ ხავერდის ნაჭერი, რომელიც მიცვალებულს საფლავში ჩაატანეს, ოპერის თეატრიდან ნათხოვარი ფარდა იყო. ოპერის ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვდა პრაღაში ვალუტაზე ნაყიდი ფარდის დაბრუნებას. საქმეში „კგბ“ ჩაერია და ლამის საფლავის გათხრა დააპირეს. სამარე ხელყოფას მხოლოდ მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარის – ირაკლი აბაშიძის თავგამოდებით გადაურჩა, რომელმაც საქმეში რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფალი ჩართო.
….
„გალაკტიონი. 200 ამბავი“, „არტანუჯი“, 2019.