15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 18 409, ხოლო გარდაიცვალა 51 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ჯამში ჩატარდა 56 531 კვლევა ტესტით, მათ შორის, 39 936 ანტიგენ ტესტი, ხოლო 16 595 PCR ტესტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33,7%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 32,01% ხოლო 7 დღის მანძილზე — 32,19%.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 480 841-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 289 168-მდე, ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 628 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
- თბილისი — 8 972;
- აჭარა — 1 317;
- იმერეთი — 2 854;
- ქვემო ქართლი — 842;
- შიდა ქართლი — 970;
- გურია — 710;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 272;
- კახეთი — 1 229;
- მცხეთა-მთიანეთი — 446;
- სამცხე-ჯავახეთი — 307;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 130.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 176 019 საიდანაც, 6 017 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 306, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 293.
1 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 168 693 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 10 ადამიანი.