“დღეს ჩემს პირველ წიგნზე “მაი როის იქნება” გეტყვით ცოტას”-ზურა შევარდნაძე

ორი თვეა თითქმის დაკარგული ვარ, არ გამოვჩენილვარ, აწი თავსაც შეგაწყენთ.
ტყუილად არ დამიკარგავს დრო, წიგნები დავწერე.
დღეს ჩემს პირველ წიგნზე “მაი როის იქნება” გეტყვით ცოტას.
ჩემი გურული ამბვები, ბევრი თქვენთვის უცნობი, ზოგიც ნაცნობი შევკრიბე და დავბეჭდე.
ზოგიერთი მათგანი როცა გაგიზიარეთ ქვეშ კომენტარებში ისეთებს მიწერდით ისე მამხნევებდით და ბევრმა ისე შემასახელა, გამაძლიერა რომ გავბედე, გადავწყვიტე.
რედაქტორობა, შეგულიანება და დარწმუნება ქალბატონმა ეთერ თათარაიძემ ითავა, გამოუვიდა.
წიგნის შეძენას გარდენიაში შეძლებთ, სამებაღეო სეზონის განახლებასთან ერთად, 1 მარტიდან.
შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ, საქართველოს ფოსტის გზავნილით შინ მოგართმევთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გურულებს რასაკვირველია უფასოდ🥰 .
ძალიან გავიხარებ თუ წაიკითხავთ, აზრებს, შენიშვნებს და ემოციებს გამიზიარებთ.
599181634, 2246703
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share