გურია და გურულები – სად გაქრა ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ბრძოლისუნარიანი გურიის საზოგადოება?

სად გაქრნენ განათლების წყურვილით გულანთებული, იმპერიებთან მებრძოლი რესპუბლიკელი გურულები?
სად გაქრა ერთმანეთის მიმართ სოლიდარული ბრძოლისუნარიანი გურიის საზოგადოება?
სად გაქრა ხალხი, რომელმაც ორიოდე მეტრის სიგანის მქონე მდინარე ჩოლოქთან შეაჩერა ოსმალეთის იმპერია და საზღვარი დადო ორ სამყაროს შორის?
სად გაქრა ხალხი რომლებმაც შვიდი შეარაღებული აჯანყება მოუწყო რუსეთის უკიდეგანო იმპერიას?
მე-19 საუკუნეში გურიამ შვიდი შეარაღებული აჯანყება მოაწყო რუსეთის იმპერიის წინააღდეგ, ამის გარდა სამი რუსეთ თურქეთის ომი გამოიარა, გამოიარა ფირალების მოძრაობაც და დიდი სისხლიც ღვარა. გასაბჭოების შემდეგაც კი 1924 წლამდე ოზურგეთში და გურიის თითქმის ყველა დიდ დასახლებულ პუნტში საქართველოს დამოუკიდებლობას აღნიშნავდნენ მიტინგებითა და მსვლელობებით, იყო მანიფესტაციების დარბევა, იყო მსხვეპლი, იყო სასტიკი ანგარიშწორებები, საჯარო დახვრეტები, იყო უმძიმესი რეპრესიები, რომელიც მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე გაგრძელდა.
შემდეგ – ჩაი, ციტრუსი, ცეხავიკობა, კომბინატორობა, ქაღალდის გეგმები, ზასტოი, უზარმაზარი ფული და ფიზოლოგიური კომფორტი, დიპლომი ყველას და ა.შ.
მერე დამოუკიდებლობა, სამოქალაქო ომი, ხუნტა, ჯაბა და კიტოვანი. მერე კი სიყალბე ყველაგან და ყველაფერში, ეკონომიკური კოლაფსი, ნგრევა, ყალბი არჩევნები, ყალბი ხელისუფლებები, ყალბი განათლება, ყალბი კულტურა, ყალბი სპორტი, მოსყიდვა შანტაჟი, ყოველწამიერი ფსიქოლოგიური თავდასხმები. მონური შრომა და სრული უუფლებობა, ყველანაირი ღირებულების დაკარგვა ქვეყნის კულტურულ, პოლიტიკური, სოციალური პროცესებისადმი და 2%-იანი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში, შედეგი დაკეტილი სახლები და გადასახლებული მოსახლეობა.
და მოხდა ისე, რომ იარაღშემართული იმპერიებთან მებრძოლი “რესპუბლიკელი” გურული, ჯერ რუსეთში “საგულაოდ” წასულმა ჩაის პუქნტის გამგე/მწონავმა შეცვალა, ახლა კი ყველა მთავრობის მექრთამე მაჟორიტარის “ორშაურიან კოორდინატორამდეა” დასული.
გურია – გამქრალი სამყარო? გურულები – გამქრალი საზოგადოება? არა! იმედია ყველაფერი კარგად იქნება, რადგანაც ჯერ კიდევ არის ადამიანები, რომელსაც უყვარს, რომელიც იბრძვის, რომელიც სწავლობს და რომელთაც აქვთ მომვალი.
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share