“ყველა ქვეყანა იცავს თავის ინტერესებს. ჩვენ როგორც ვიცით, ოპოზიციის ნაწილი, თუ სადმე ხელი მიუწვდება, შიგნით და გარეთ, აგინებს მმართველ პარტიას და ყველაფერს, რაც ხელისუფლებიდან მოდის. ეს კი ქვეყნის გინებაა. ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე აქ საუბარი ზედმეტია.
რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის ნაწილს, მიაჩნიათ, რომ მათ ჩვენზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხვდებით რა არის კარგი, რა არის ცუდი, ვინ დავნიშნოთ, ვინ არა. ერთ შემთხვევაში ითხოვენ კონსტიტუციის შეჩერებას, მეორე შემთხვევაში კონსტიტუციას იშველიებენ. სხვა შემთხვევაში კონსტიტუციის შემცვლელ მემორანდუმზე გვაწერინებენ ხელს. შედეგად, რაც მივიღეთ 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ. სამწუხაროა, რომ ეს ისტორია, არა მარტო ჩვენ, არამედ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამაც ვერ გაიზიარა და ჩვენზე უარეს დღეში არიან.
აცხადებს “ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.