დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა დღეიდან მოსახლეობის მასშტაბური ცენტრალიზებული ევაკუაცია გამოაცხადა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.
მისი თქმით, გაუარესებული საომარი მდგომარეობისა და უკრაინის გეგმების გამო, რომელიც დონბასში “შეჭრას აპირებს,” 18 თებერვლიდან აორგანიზებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოსახლეობას, პირველ რიგში კი ბავშვებსა და ქალებს, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.
უკრაინაშიც და დასავლეთშიც ამბობენ, რომ კრემლი ახლა პროვოკაციების გზით, ცდილობს უკრაინაში მასშტაბური შეჭრის საბაბი შექმნას. დღეს, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აგრესორი რუსეთი იმ სცენარის გამოყენებას აპირებს, რაც 2008-ში, საქართველოში.