,,დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი, ვინც ექსპონანტს გაყიდდა და სამშობლოს ეროვნულ საგანძურს დაუკარგავდა“- ექვთიმე თაყაიშვილი

ერთხელ, საფრანგეთში ყოფნისას ისე მომხდარა, რომ ექვთიმეს მთელი დღის განმავლობაში ერთი ჭიქა ჩაისა და ერთი ნატეხი შაქრის მეტი არაფერი ჰქონია. მშიერი დაწოლილა და უნახავს სიზმარი, ვითომ მისმა დამ, ლისამ, მთელი გობი ნიგვზიანი ფხალი და ჭადი მოუტანა. დილით რომ გავიღვიძე აღარ მშიოდაო- ამბობდა ექვთიმე.
დღეს მივიღე წერილი და ორი გირვანქა შენს მიერ გამოგზავნილი, ნახშირისთვის სულზე მომისწარი, უღრმესი მადლობა ! ვერ წარმოიდგენ რა სასტიკი ზამთარი დადგა ეს ერთი კვირაა. დილას ჩემს ოთახში ხუთი გრადუსი სითბოა და საღამოს ძვლივს ავიყვან ათს გრადუსზე… ეხლა, ამ წერილს რომ ვწერ შუაადღის ხუთი საათია და თერმომეტრი ექვს გრადუსს სითბოს უჩვენებს. ,, ეს რასაც ვწერ, იმდენად კი არ მაწუხებს, რამდენადაც ის გარემოება, რომ ერთს სიტყვასაც არ იწერები, მიიღე თუ არა ჩემი სტატია და სურათები იშხანის შესახებ“ – წერდა ექვთიმე ანდრეა გუგუშვილს 1938 წ. 24 დეკემბერი.
ექვთიმეს შიმშილი და სიცივე ისე არ აწუხებდა, როგორც მისი ნაშრომების გამოცემის ბედი.
,,დაწყევლილი მყავდა ყველა ქართველი ვინც ექსპონანტს გაყიდდა და სამშობლოს ეროვნულ საგანძურს დაუკარგავდა“- ექვთიმე თაყაიშვილი
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
ირაკლი მახარაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share