როგორც “გურიის მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება ცნობილი, ოზურგეთის “მერცხალის” მთავარ მწვრთნელად დავით სურგულაძე ინიშნება.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ პოსტზე სურგულაძის დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია.
როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში თავად ბატონი დავითი აცხადებს, მასთან აღნიშნულ საკითხზე საუბარი ნამდვილად შედგა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ფიქრისთვის რამდენიმე დღე სჭირდება.
ცნობისთვის, 36 წლის დავით სურგულაძე ყოფილი ფეხბურთელია, ის ამჟამად კლუბ “მერცხალში ‘ 12-13 წლის ბავშვებთან მუშაობს.