ოკუპირებულ დონეცკში რუსეთის სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები და არ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რადგან ოკუპირებულ დონეცკში რუსულმა სპეცსამსახურებმა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები დანაღმეს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების დანაღმვის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა.

„ეს ზომები მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზაციას და ტერორისტულ თავდასხმებში უკრაინის დადანაშაულების საფუძვლის შექმნას“, – აცხადებენ სამინისტროში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share