რუსეთს უკრაინასა და მის მახლობლად, სავარაუდოდ, 190 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული

ეუთო-ში აშშ-ის ელჩის მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსი სამხედროების რაოდენობა უკრაინასა და მის მახლობლად სავარაუდოდ, 190 000-ს აღწევს.

„ჩვენი შეფასებით, რუსეთმა უკრაინაში და მის მახლობლად 169 000-190 000 პერსონალს მოუყარა თავი,“- განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

მისი თქმით, 30 იანვრის შეფასებით ეს რაოდენობა 100 000-ს შეადგენდა. „ეს არის ყველაზე საყურადღებო სამხედრო მობილიზაცია ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,”- განაცხადა კარპენტერმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share