“საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო. სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.