დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში – 339, იმერეთში – 673, ქვემო ქართლში – 419, შიდა ქართლში – 354, გურიაში – 126, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 388, კახეთში – 384, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.
მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257.
მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში – 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში,
მათ შორის 1 187 – თბილისში,1 858 – აჭარაში, 409 – იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.