უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა კომენტარი გააკეთა კიევზე რუსული ჯარების თავდასხმის ალბათობაზე და განაცხადა, რომ რომელიმე ქალაქზე თავდასხმის შემთხვევაში, რუს სამხედროებს შეიარაღებული ძალები მყისიერად უპასუხებენ.
“რაც შეეხება თავდასხმას კიევზე ან ჩვენს სხვა ქალაქებზე, პასუხი მყისიერად იქნება. დღეს ჩვენ ვიცით რა რისკები არსებობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ჩვენი არმია მზადაა საპასუხოდ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო: არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქზე შეიძლება თავდასხმა რუსეთის ფედერაციიდან“, – განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.
უკრაინული მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე და დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთი კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ასაღებად ემზადება.
ცოტა ხნის წინ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა