აღნიშნულის მიზეზი რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შედეგად ამოქმედებული დასავლური ფინანსურ-ეკონომიკური სანქციებია. შემსყიდველები, რომლებიც რუსულ ნავთობს აღმოსავლეთის პორტებში ყიდულობდნენ, აცხადებენ, რომ სანამ სანქციების მოქმედებას ნათელი არ მოეფინება, აჩერებენ ნავთობის შესყიდვას. მათივე განცხადებით, შიშობენ, რომ რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში, თავადაც არ მოხვდნენ სანქციების სიაში.
რუსული ESPO და Sokol მარკის ნავთობის შესყიდვის მომდევნო ეტაპი მარტის შუა რიცხვებში გაიმართება. Urals მარკის ნავთობი კი რომლის ტრანსპორტირებაც შავი ზღვის პორტებიდან ხდება, ამ კვირაში დიდი ფასდაკლებით იყიდება.
ცნობისთვის, იანვარში ჩინეთი რუსეთისგან ESPO მარკის ნავთობის 818,000 ბარელს ყიდულობდა დღე-ღამეში, თებერვალში კი ეს მაჩვენებელი 529,000 ბარელამდე შემცირდა. ჩინეთი ასევე ყიდულობს ESPO მარკის რუსულ ნავთობს, თუმცა, მისი მიღება ხდება მილსადენიდან და არა პორტებიდან.
ამავდროულად სამჯერ გაძვირდა შავი ზღვიდან რუსული უმაღლესი ხარისხის ნავთობის Urals-ის ექსპორტი, ამის მიზეზი კი გადამზიდეველების მხრიდან გადაზიდვებზე უარი გახლავთ, რასაც ისინი უსაფრთხოებით ხსნიან.
მსგავსი სტატიები:
“120 წლის წინ გურულებმა შეგვიფარა “თათრები და ჩამოთრეულები” არასდროს უწოდებიათ” ბუკნარელი მუსლიმის სატკივარი
“ოცნება” არის ის გუნდი, სადაც ყველასათვის ქართული ოცნების ასრულება ცოცხლობს”
ლაშა ტალახაძემ რეკორდი გააუმჯობესა და ოქროს მედალი მოიპოვა
დარღვევები თბილისის მერიაში – აუდიტმა სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა
“როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი”
დარჩიაშვილი: თუ მიშა წავა, ჩემი ერი მოკვდება
დავიწყოთ ბოიკოტი, არ გავუწიოთ დახმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს-კლინიკების ასოციაცია
გომელაურს მაგარი მინისტრია, წიაღი იცის კარგად – კახაძე
