უკრაინისადმი კიდევ ერთი მხარდამჭერი აქცია გაიმართა ოზურგეთში.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ჭადრების ბაღში შეიკრიბნენ და რუსული აგრესია , მოძმე ერის მიმართ გააპროტესტეს.
აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა, დაგმეს რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინის მისამართით და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.
ასევე, პარალელები გაავლეს 2008 წლის აგვისტოს ომთან და აღნიშნეს, რომ რუსეთის ამ ბრძოლაში დამარცხება და უკრაინის გამარჯვება, გარდაუვალია.