სამი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი

გასული სამი დღე-ღამის განმავლობაში 24-დან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯამობრივად მტრის დანაკარგები ასე გამოიყურება:

თვითმფრინავები – 27

ვერტმფრენები – 26

ტანკი – 146

საბრძოლო ჯავშანმანქანები – 796

ქვემეხები – 49

ბუკი – 1

გრადი – 4

საავტომობილო ტექნიკა – 30

ცისტერნები – 60

უპილოტო საფრენი აპარატი- 2

ხომალდი/კატერი – 2

პირადი შემადგენლობა – 4300, თუმცა, რიცხვი ზუსტდება.

ანა მალიარის თქმით, ინფორმაცია არის საორიენტაციო და უნდა დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ, მისი მიღება რთულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share