ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის თანამდებობა შეუჩერა.

ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი სპორტული „სანქციიდან“, რომელიც ბოლო დღეებში გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფორმულა 1-ის გრან პრი, რომელიც სექტემბერში სოჭში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი სანქტ -პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share