გასული სამი დღე-ღამის განმავლობაში 24-დან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯამობრივად მტრის დანაკარგები ასე გამოიყურება:
თვითმფრინავები – 27
ვერტმფრენები – 26
ტანკი – 146
საბრძოლო ჯავშანმანქანები – 796
ქვემეხები – 49
ბუკი – 1
გრადი – 4
საავტომობილო ტექნიკა – 30
ცისტერნები – 60
უპილოტო საფრენი აპარატი- 2
ხომალდი/კატერი – 2
პირადი შემადგენლობა – 4300, თუმცა, რიცხვი ზუსტდება.
ანა მალიარის თქმით, ინფორმაცია არის საორიენტაციო და უნდა დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ, მისი მიღება რთულია.