”აზერბაიჯანი, რომელიც ლოიალურია რუსეთის მიმართ, ეხმარება უკრაინას,ჩვენ კი ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს სოლიდარობის გამოსახატად”

”წარმოიდგინე, რა ცუდ დღეში ვართ… აზერბაიჯანი, რომელიც ვიცით რომ ლოიალურია რუსეთის მიმართ, ეხმარება უკრაინას მაქსიმალურად.

სასწრაფო და სახანძრო ტრანსპორტს სოკარი უფასოდ ემსახურება.

დაინიშნა ჩარტერული რეისები მოქალაქეებისთვის.

ჩვენ კი, ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, ქვეყანას, რომლის ბედი დღეს უკრაინაში წყდება, ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს სოლიდარობის გამოსახატად….” – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share