ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი ცინიკური საბაბით დაიწყო – უკრაინელი ხალხის დაცვა სისხლისმსმელი რეჟიმისგან და ქვეყნის დენაციფიკაცია. რეალურად კი საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილმა რუსეთის პრეზიდნეტმა ევროპაში იმ მასშტაბის ჰუმნაიტარული კრიზისი გაოიწვია, რომელიც კონტინენტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.
გაეროს მონაცემებით, დღეს ევროპის ქვეყნებში, პოლონეთის გამოკლებით, დარეგისტრირებულია 368 000 დევნილი უკრაინიდან. რაც შეეხება პოლონეთს, ამ ქვეყანაში უკრაინიდან დღეს მხოლოდ 187 000 ადამიანი გადავიდა.
ლვოვის ოლქში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან 20-კილომეტრიანი რიგებია. ამ მანძილის გავლა ადამიანებს ფეხით უწევთ. მათ შორის, უკრაინაში ჩარჩენილია ჩვენი ათასობით მოქალაქე, უკრაინის შეიარღებულ ძალებში იბრძვის უამრავი ჩვენი თანამემამულეც. ამ ადამიანების ცხოვრება ომმა ჯოჯოხეთად აქცია. რომლის დასრულებაც ახლა მხოლოდ თავისუფალი სამყაროს სოლიდარობასა და დახმარებას შეუძლია.
მთავარი არხი