”უკრაინელების ვაჟკაცობამ მთელი დასავლეთი გამოაფხიზლა, შეარცხვინა და აიძულა ემოქმედა”

”ვუყურებ უკრაინის ამბებს და მსოფლიოს პოლიტიკოსების გნცხადებებს.

ყველა უკლებლივ იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაქცია პუტინის აგრესიაზე, როცა საქართველოში შეიჭრაო.

სულ მახსენდება მიშას ბრწყინვალე გამოსვლა გაერთიანებული ერების ასამბლეაზე, როცა სთქვა, დასავლეთი უნდა წინ აღუდგეს პუტინის აგრესიასო. ვიღაცამ აუდიტორიიდან ირონიულად ჰკითხა, რა უნდა ვქნათ, დავბომბოთ პუტინიო? მიშას ასევე ირონიული პასუხი იყო – არა, დაელოდეთ, როცა პუტინი დაგბომბავთო.

აი, დაელოდნენ კიდეც და ეხლა ეს გადაბოტოქსებული ლილიპუტი ფაქტიურად მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს.

უკრაინელების ვაჟკაცობამ მთელი დასავლეთი გამოაფხიზლა, შეარცხვინა და აიძულა ემოქმედა. პუტინი არც უკრაინელების ასეთ თავდადებას ელოდა, არც დასავლეთის ასეთ ერთიანობას. იმედი მაქვს, ეს ამ დაკომპლექსებული მინი-ჰიტლერის დასასრული იქნება და მაშინ ჩვენს მინი-პუტინსაც, შუშის კრემატორიუმში რომ ზის, მაგრად მოეხაზება.” – წერს დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share