ყაზახეთის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც ქვეყნის გენ.პროკურორი, ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და შს მინისტრი.
უწყებების ხელმძღვანელებმა თოყაევს უთხრეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები და შეიარაღებული ძალები ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად და საგანგებო მდგომარეობის დასაცავად ყველა ზომას იღებენ.
შეიქმნა საგუშაგოები, სტრატეგიული ობიექტების დასაცავად, რომელსაც ოდკბ-ს სამხედროები აკონტროლებენ.
ბოლო ინფორმაციით, აღძრულია 125 სისხლის სამართლის საქმე, დაკავებულია 6 ათასამდე ადამიანი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები.
შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარება დასტაბილურდა ქვეყნის ყველა რეგიონში და სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს ყველა ადმინისტრაციული შენობა.
კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ძალები მიიღებენ ყველა საჭირო ზომას ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სრულად აღსადგენად.