ახალი ამბები ბრიუსელიდან:
1) ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების თვითმფრინავებს.
2) ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და “სპუტნიკს”.
3) ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ფონ დერ ლაიენმა ლუკაშენკოს პუტინის კოლაბორაციონისტი უწოდა.
4) ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ამ მხრივ, ფინანსურადაც დაეხმარება მას.
ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჟუზებ ბორელმა ისაუბრა.