ომის ტრაგედიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის „ნაცმოძრაობის“ საფირმო ნიშნად იქცა – ნანა კაკაბაძე

„ჩვენ გვებრძვიან, სისხლში გვახრჩობენ და გვხოცავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმღერით და ვცეკვავთ“ – თითქოს ამის თქმა უნდათ სისხლისღვრასა და გვამებზე ავადმყოფური ჟინით შეპყრობილი როკვის ტრადიციის დამამკვიდრებლებს. გლოვისა და თანაგრძნობის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება ცეკვა-სიმღერა და არა ცრემლი და მდუმარება?“ – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

მისი თქმით, მოქალაქეთა ერთი ნაწილი, გულწრფელად განიცდის უკრაინის ტრაგედიას, მაგრამ გასაკვირია, რატომ ვერ გრძნობს ბევრი მათგანი, რომ ანგაჟირებული, ყავლგასული, კრიმინალი „პოლიტიკოსები“ ცდილობენ გულწრფელი ემოციების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას.

„სატანური როკვითა და სიმღერით გამოხატული „გლოვა“ ზოგადად ტრაგედიების და ამ შემთხვევაში ომის ტრაგედიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის „ნაცმოძრაობის“ საფირმო ნიშნად იქცა. (2008 წლის წაგებული ომის ზეიმი რუსთაველზე). მართალია, მოქალაქეთა ერთი ნაწილი, გულწრფელად განიცდის უკრაინის ტრაგედიას, მაგრამ გასაკვირია, რატომ ვერ გრძნობს ბევრი მათგანი, რომ ანგაჟირებული, ყავლგასული, კრიმინალი „პოლიტიკოსები“ ცდილობენ გულწრფელი ემოციების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებას.

„ჩვენ გვებრძვიან, სისხლში გვახრჩობენ და გვხოცავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვმღერით და ვცეკვავთ“ – თითქოს ამის თქმა უნდათ სისხლისღვრასა და გვამებზე ავადმყოფური ჟინით შეპყრობილი როკვის ტრადიციის დამამკვიდრებლებს. გლოვისა და თანაგრძნობის რომელ ქართულ ტრადიციებში ჯდება ცეკვა-სიმღერა და არა ცრემლი და მდუმარება? სვანური გლოვის ზარიც სწორედ სულის შემძვრელი განცდისა და მწუხარების გამოძახილია, მელოდიური ტირილია და სრული ანტიპოდია იმისა, რის დამკვიდრებასაც დღევანდელი მოცეკვავე და მომღერალი „თანამგრძნობები“ გვთავაზობენ ტრაგედიის მსხვერპლებისათვის ვითომდა თანადგომის გამოსახატავად. მათ შინაგანად ახარებთ,როგორც ინდივიდთა ასევე ქვეყნის უბედურება, რადგან მიაჩნიათ, რომ თუ ქვეყანა ნაომარი, დაშლილი და ჩამოქცეულია, დაძაბულობის შემოტანის მეტი საშუალება ჩნდება, ხელისუფლებაზე მეტ თანამგრძნობებად წარმოჩნდებიან, ხელისუფლებას რუსეთის მომხრეებად მონათლავენ და შანსი მიეცემათ ქვეყნის ჩამოშლის, დამხობის და მართვის სადავეების ხელში ჩაგდების. საბედნიეროდ, მათ ასეთ მორიგ ბოროტ და ბნელ მისწრაფებებს არც ამჯერად უწერია ახდენა,“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share