კლიჩკოს პრესმდივანი უარყოფს კიევის ბლოკადას

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს პრესმდივანმა, ოქსანა ზინოვიევამ The Insider-თან საუბარში უარყო ინფორმაცია ქალაქის ალყის შესახებ.

მისი განმარტებით, უახლოეს მომავალში კლიჩკო გაავრცელებს ვიდეო განცხადებას, სადაც იტყვის, რომ Assosiated Press-მა მისი სიტყვები არასწორად გაიგო. გამოცემის ცნობით,  სულ მცირე ერთი გზატკეცილი არის ხელმისაწვდომი ქალაქში გასასვლელად და შესასვლელად.

მანამდე AP-მა გაავრცელა ინფორმაცია ვიტალი კლიჩკოს ინტერვიუდან, სადაც, მედიის ცნობით, კლიჩკო ამბობდა, რომ კიევი ალყაშია და საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ განხორციელდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share