”აი, ამ წუთას, საქართველოს ცენტრში ზის და ქადაგებს ალტინფო, რომ რუსეთს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება”

”აი, ამ წუთას, საქართველოს ცენტრში ზის და ქადაგებს ალტინფო, რომ რუსეთი აუცილებლად მოუგებს უკრაინას, დაამხობს იქაურ მთავრობას, ხალხი არ გაუწევს წინააღმდეგობას, იმიტომ რომ რუსეთი კაი ცხოვრებას დააბრუნებს და უკრაინელებს მაგრად უყვართ რუსეთი. ეს მაშინ, როცა უკრაინელები იღუპებიან რუსეთთან ბრძოლაში.

ქადაგებენ, რომ რუსეთი უძლეველია, ჩვენც ჭკუით უნდა ვიყოთ, დროზე უნდა მოვასწროთ რუსეთთან დალაგება, რომ ახლა კარგი მომენტია და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს ჩვენი გვერდში დგომა ჭირდება. საქართველომ უნდა გააფორმოს რუსეთთან სამოკავშირეო სამხედრო–ეკონომიკური ხელშეკრულება.

რუსული ბაზა რომ აქ უნდა დავაკანონოთ ამას დიდი ხანია ქადაგებენ. ეს არიან ღარიბაშვილის ხალხი, რომელმაც მისი მხარდაჭერით გვცემა 5 ივლისს.

ესენი არიან სუსის მფარველობით გაბლატავებული ბიჭები. აი, ეს არის შესაძლებელი საქართველოში ახლა, ამ წუთას.

და ამ ნაძირლების ეთერიდან გათიშვასაც არ ფიქრობს არავინ.

და ესენიც ბედავენ რასაც ბედავენ.

რას ვმეტიჩრობთ ნეტავ? რისი თავი გვაქვს? უკრაინა გადარჩება, მსოფლიო პუტინს მოინელებს, ჩვენ დავრჩებით პარაშასთან.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share