რუსეთში სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან, რომ მათი არმია უკრაინაში „ებრძვის მცოცავ ფაშისტურ ქვეწარმავალს“. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია UNIAN ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსმა სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს საუბარი უკრაინის ომზე, რომელიც პუტინმა გააჩაღა. ბავშვებს ასწავლიან კრემლის მიერ გამოგონილ პროპაგანდას აგრესიის გასამართლებლად.
ერთ-ერთმა მოსწავლემ თქვა, რომ მასწავლებელმა ღიად გაავლო პარალელი 41-წლიან ომთან, როდესაც მოახერხეს „მცოცავი ფაშისტური ქვეწარმავლის შეჩერება“.
ამის შემდეგ, სკოლის მოსწავლეები მიჰყავთ იმ აზრამდე, რომ აუცილებელია შეჩერდეს ასეთი ფაშისტური რეჟიმი უკრაინაში.