გაეროში გამოსვლისას უკრაინის წარმომადგენელმა, სერგიი კისლიცამ განაცხადა, რომ “თუკი უკრაინა ვერ გადარჩა, მაშინ ვერ გადარჩება მსოფლიო, თუკი უკრაინა ვერ გადარჩა, ვერ გადარჩება ვერც გაერო, ნუ იმშვიდებთ თავს ილუზიებით, თუკი უკრაინა ვერ გადარჩება, ჩვენ აღარ უნდა გაგვიკვირდეს დემოკრატიის დამარცხებაც. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვუშველოთ უკრაინას, ვუშველოთ გაეროს, ვუშველოთ დემოკრატიას და დავიცვათ ის ფასეულებები, რომლისაც გვჯერა, რომლისთვისაც ახლა იბრძვიან უკრაინელები თავიანთი სიცოცხლის ფასად.”