უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი გრიცენკო ”ქართულ ოცნებას აკრიტიკებს” და აცხადებს, რომ საქართველო იმ მოქალაქეებით რომლებმაც ასეთი ხელისუფლება (ქართული ოცნება) აირჩიეს ვერ იქნება უკრაინის პარტნიორი და არც ევროკავშირსა და ნატოს მოუნდება მათი მიღება.
“ომი ყველაფერს შავ-თეთრს ხდის. მეგობარი მტერია, შენიანი კი უცხო. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ჩვენთვის უცხოა. როგორ მოიქცევა ქართული ერი, რომელსაც ჩვენ ყველანაირად ვეხმარებოდით 2008 წელს, მაგას ვნახავთ. ისეთი საქართველო, როგორიც დღეს არის, იმ ხელისუფლებით და მოქალაქეებით, რომლებიც ასეთ ხელისუფლებას ირჩევენ და ითმენენ, ვეღარ იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი (როგორც აქამდე ითვლებოდა). ასეთი საქართველოს მიღება არც ევროკავშირს და არც ნატოს მოუნდება. ამიტომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იფიქროს და ჩამოყალიბდეს, სურს თუ არა, რომ მას სანდო პარტნორი უწოდონ”, – აცხადებს გრიცენკო.