“მაშინ, როდესაც ხელისუფლება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით ცდილობს მოქმედებას და დანის პირზე გადის ჩვენი ქვეყანა, არჩევანია მშვიდობასა და ომს შორის. რა გზა აირჩია ჩვენმა ოპოზიციამ? თქვენ კვლავ დაპირისპირების გზას ირჩევთ და ცდილობთ მოსახლეობის ამაში ჩათრევას. როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება მშვიდობისთვის, თქვენ გსურთ დაპირისპირება. რეალობა ისაა, რომ თქვენი მიზანია ეს და ტრაგედიაც თქვენს სასარგებლოდ გინდათ გამოიყენოთ, ბოლოს და ბოლოს დაიბრუნოთ ნანატრი ძალაუფლება”.
ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, რიმა ბერიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.