”მოვუწოდებ ყველა რუს დიპლომატს, დატოვოს თანამდებობა.
ძვირფასო რუსო დიპლომატებო, თქვენ პროფესიონალები ხართ და არა იაფფასიანი პროპაგანდისტები. როდესაც ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მე ვამაყობდი ჩემი კოლეგებით. ახლა უბრალოდ შეუძლებელია უკრაინაში ძმათამკვლელი სისხლიანი ომის მხარდაჭერა” –
წერს რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანდრეი კოზირევი ტვიტერზე.
ის ამ თანამდებობას 1990-1996 წლებში იკავებდა.