”ხალხო, ქართველმა ხალხმა!!! გესმით?
საქართველოს მოქალაქეებმა, 2 საათიან მარათონში ჩარიცხეს 546 ათასი ლარი!!! გესმით??!!! ნახევარ მილიონ ლარზე მეტი! 10 და 20 ლარით დადო ქართველმა ხალხმა ეს თანხა.
თვითონ, რომ მილიონი პრობლემა აქვთ, უკრაინელებისთვის გაიმეტეს ბოლო თეთრები!
მიყვარხართ!!! ყველა მიყვარხართ!!
საოცარ ემოციებში ვარ!!!
კოკა კოლა -15 ათასი
მაგდონალდსი- 15 ათასი
თეგეტა ჯგუფი -20 ათასი!
ყველა მიყვარხართ.
მაგარი ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დღეს, გადაცემა “სხვა ნანუკას” მიერ გამართული უკრაინის მხარდამჭერი საქვემოქმედო მარათონის შესახებ.