უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის ფონზე, 2 მარტს, კიევის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იური ზოზულია და ჟურნალისი, ანჯელინა კარიაკინა დაქორწინდნენ. წყვილის ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ცერემონიაზე ტრადიციულ საქორწილო ატრიბუტებს შორის იყო პატარძლის ფატა, საქორწინო ბეჭდები, თაიგული და შამპანური.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობასაც არ ინდობენ, რის შედეგადაც სამხედრო ინტერვენციას უკრაინის ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. კრემლის ბრძანებით ომის დაწყებიდან დღემდე იბომბება არაერთი ქალაქი.